Logo

გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 51%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის

პოლიტიკა
12.08.2021 / 13:12
Frontnews image description

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 19%-ის აზრით კი, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

 

კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51% აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის. 35% მიიჩნევს, რომ არის, 13%-მა – არ იცის.

 

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თაგები:

NDIკვლევა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები