გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

ავტორი
Front News საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% – კარგად, 9%-მა არ იცის.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი.
რესპოდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
თაგები:
კვლევა




