Logo

გამოკითხულთა 58% “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ემხრობა

პოლიტიკა
337
Frontnews image description

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 58% “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ემხრობა.

 

კითხვაზე: ემხრობით თუ არა დასავლეთის მხრიდან “ქართული ოცნების” ზოგიერთ წარმომადგენელზე სანქციების დაწესებას გამოკითხულთა  58% დადებით პასუხს ახლევს, გამოკითხულთა 42 პროცენტი კი სანქციენის წინააღმდეგია. 

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

თაგები:

კვლევა
Advertisement