“გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს”

ავტორი
Front News საქართველო
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა, „ტვ პირველიდან“ მასალები ამოიღოს.
უგულავას თქმით, ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, რომელიც ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ შეხებია.
უგულავას თქმით, გამორიცხული არაა, რომ თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, რაც მისი განცხადებით, რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.
"არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია, გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი ქოცელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
"ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


