“გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება”

ავტორი
Front News საქართველო
"დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა. სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია მათი გარეთ ყოფნა და სრულიად გაუგებარი მოთხოვნების ქონა“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ინჯიამ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
"როგორ გავარკვიოთ ჩვენ, ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც რომ უკანონო ქმედებებს სჩადიოდა. ახლა ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელი და იმათ ამნისტია და მეორეს, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს. საერთოდ ჩვენს პარტიას, "ევროპელ სოციალისტებს" გვაქვს ასეთი იდეა და სწორი იქნება იმისათვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია… მაშინ არ იქნება ის მეოთხე თუ მეხუთე ეტაპი, როდესაც კვლავ იქნება მოთხოვნა, ეს და ეს გათავისუფლდეს. ის ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება, ხოლო ის ვინც უკვე მოიხადა, მე მაქვს მხედველობაში ვისაც მისჯილი აქვს, ამით ჩვენ ეკონომიას გავუკეთებთ გინდა ერთ თვეში რამოდენიმე ათეულ მილიონს სახელმწიფოს და კიდევ არ იქნება სასპეკულაციო", – განაცხადა ინჯიამ.
თაგები:





