განა მალიარი – კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად განთავისუფლებულია

ავტორი
Front News საქართველო
კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად განთავისუფლებულია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი წერს.
მისი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს კიევის მთელი რეგიონი და კონტროლი დაიბრუნეს ირპინზე, ბუჩაზე, გოსტომელსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე.
“ირპინი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი რეგიონი დამპყრობლისგან გათავისუფლებულია”, – წერს განა მალიარი.





