Logo

განადგურებულია კიდევ 170 ოკუპანტი და 10 ტანკი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბის ახალი მონაცემები

უკრაინა
754
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                           

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 40 670 (+170) ჯარისკაცი დაკარგა.                                            

 
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.07-მდე:  ტანკები – 1 759 (+10), ჯავშანტექნიკა – 3 995 (+8), საარტილერიო სისტემები – 906 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 258 (+0).    

 
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 117 (+0), თვითმფრინავი – 222 (+0), ვერტმფრენები – 190 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 733 (+2), საკრუიზო რაკეტები – 174 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).   

 
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 889 (+19), სპეციალური ტექნიკა – 78 (+1). 

Advertisement