Logo

განადგურებულია კიდევ 180 ოკუპანტი და ერთი თვითმფრინავი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
697
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                          

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 39 700 (+180) ჯარისკაცი დაკარგა.                                           

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.07-მდე:  ტანკები – 1 730 (+8), ჯავშანტექნიკა – 3 950 (+8), საარტილერიო სისტემები – 876 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 257 (+2).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 116 (+3), თვითმფრინავი – 222 (+1), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 719 (+5), საკრუიზო რაკეტები – 174 (+4).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).  

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 832 (+9), სპეციალური ტექნიკა – 73 (+0). 

Advertisement