Logo

განადგურებულია კიდევ 200 ოკუპანტი, 9 ტანკი და ერთი თვითმფრინავი – უკრაინის გენშტაბის ახალი მონაცემები

უკრაინა
478
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                       
 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 38 750 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                         

 
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.07-მდე:  ტანკები – 1 700 (+9), ჯავშანტექნიკა – 3 905 (+13), საარტილერიო სისტემები – 856 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 250 (+2). 

 
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 113 (+0), თვითმფრინავი – 221 (+1), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 703 (+10), საკრუიზო რაკეტები – 167 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0). 

 
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 775 (+8), სპეციალური ტექნიკა – 70 (+0). 

Advertisement