განათლების სამინისტროსთან მასწავლებლები აქციას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
“მე რუსეთისთვის არ ვასწავლი” – ამ შეძახილებით განათლების სამინისტროსთან მასწავლებლები აქციას მართავენ.
უზნაძის ქუჩაზე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით – “მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის”.
მათი განცხადებით, რომც გაუშვან სკოლიდან, ისინი დანებებას არ აპირებენ.
პარალელურად, აქციები დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, მათ შორის სკოლებში. რამდენიმე სკოლის გაფიცულ მოსწავლეებს მასწავლებლები შეუერთდნენ. პროტესტია თსუ-შიც. უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ არჩევნებსა და სასწავლო პროცესების შეჩერებას მოითხოვენ.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს