
ავტორი
Front News საქართველო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ირმა ჩიხრაძესთან ერთად, წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მეტრეველმა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი რაზმაძემ.
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, 11 მოსწავლე დაჯილდოვდა. წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით წელს საგრძნობლად გაიზარდა და ეს თითოეული პედაგოგის ფასდაუდებელი შრომის შედეგია”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს