
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენგმა.
"დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.
პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ქალაქ პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძეს ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ხელს უწყობს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლონ ჩინური ენა.
ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს