
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
დოკუმენტი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისა და ექსპერტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს