განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით, თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანეს საერთო ჯამში 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს.
საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს