განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს