Logo

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
20.07.2021 / 10:27
Frontnews image description

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზურისაქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

 

“ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი “PUFF“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები