“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხორციელდება”


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა შენობასთან ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
"აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება", – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს