“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პავილიონისს, რომ არა ის, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ, პირველი კომენტარი მადლობის გადახდით დაიწყო. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების როლს ამ პროცესში.
"ამ ციხეში, რომელსიც გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ყველა გულშემატკივარს და ვინც გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას. ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მას. ბუნებრივია მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში და აშშ-ის ელჩს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პავილიონისს, ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ, ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა, ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ნაც.მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ, მან უზარმაზარი შრომა გასწია, რომ შემდეგში საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო…", – განაცხადა მელიამ.
თაგები:





