განსაკუთრებული საჭიროების მქონე დროებით დევნილი მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „თოჯინების ისტორია“ ფარგლებში, ახალგაზრდა მონაწილეებმა თოჯინები საკუთარი ხელით შექმნეს.
ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ანეტა კიტიამ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში გაიმართა.
თაგები:
ბექა ღვაჩლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს