განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსეს სხვადასხვა ლოკაციებზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 10 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინათ.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17-17 წლით, ხოლო ერთს 15 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს