
ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების („BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.
საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავა.
ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს