Logo

“გაყალბების მთავარი მექანიზმები უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან”

საზოგადოება
1603
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს. ბოტკოველი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტით არსებითად არაფერი შეიცვლება, თუ ხელისუფლებას გაყალბების მთავარი მექანიზმები არ "გამოვგლიჯეთ ხელიდან".

"ვხედავთ რა შავ ხვრელებს იყენებს ხელისუფლება ამა თუ იმ სხვადასხვა ოლქში თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების გასაყალბებად. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, იმ შავი ხვრელების ამოვსება უნდა მოხდეს. ახლა ის, რომ ოპოზიციას ეყოლება მოადგილე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში და საუბნო დონეზე, ეს ხომ არაფერს არ შეცვლის. თუნდაც ის, რომ ახლა ახალი წევრები დაინიშნებიან, როგორც პარტიის წარმომადგნებლები, პარტიიდან დანიშნული, ისე დამატებით დაინიშნებიან პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები, ეს ხომ არაფერს არ შეცვლის? ჩვენ გვინახავს პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები, მაგრამ ისინი ფაქტობრივად "ოცნების" აქტივისტები არიან. დღესაც არიან და მათ არავინ არ ეხება. 

ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა ეს კანონპროექტი. აქ ხომ არ იყო საუბარი, რომ10 ბარტყი ხელისუფლებას, რომელიც უჭირავს ხელში, ამ 10 ბარტყით აყალბებს, 1 ბარტყს გადმოაგდებს და ამით ყველაფერი მოგვარდება ხომ? იმასაც არგუმენტად ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის "ქართული ოცნება" და ახლა რასაც გამოვწიწკნით, გამოვწიწკნით. გაყალბების მთავარი მექანიზმები უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან", – აცხადებს ბოტკოველი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები