გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად, “ასტრაზენეკამ” თბილისში შესაძლოა, საკუთარი წარმომადგენლები გამოგზავნოს

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შემდეგ გართულებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო ინფორმაციას მიაწვდის როგორც შვედეთში არსებულ წამლების გვერდითი მოქმედების მსოფლიო ცენტრს, ისე „ასტრაზენეკას“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლონ ვითარება.
„ასეთი ფატალური გართულების შემთხვევაში, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი, სადაც ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როცა დამთავრდება სრული გამოკვლევა, ეცნობება თვითონ „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. თავდაპირველად, იქ მიდის მოკლე რეპორტი, შემდეგ – უფრო გაფართოებული. არ არის გამორიცხული, მათი წარმომადგენლები ხშირად შემდგომ ჩადიან და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. თვითონ კომპანიაც და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებულია, ყველა დეტალი იყოს ამ დროს გარკვეული და ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


