გარეტ უორდი – ვიწყებ მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში გარეტ უორდი მუშაობის პირველ კვირას აჯამებს.
“საქართველოში ჩემი პირველი კვირა სრულდება, როგორც ბრიტანეთის ელჩის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში 25 წლის შემდეგ დავბრუნდი, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს ქვეყანას. ალბათ, ამ წლების განმავლობაში ცოტა დავბერდი, მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას. ამ კვირაში მქონდა დიდი პატივი, გადამეცა სიგელი პრეზიდენტისთვის, შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე.
ვიწყებ მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს ელჩი.
გარეტ უორდმა ამ თანამდებობაზე მარკ კლეიტონი შეცვალა.
გაიცანით ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, რომელიც მუშაობის პირველ კვირას აჯამებს.
“ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ჩვენ ხალხს ქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება.” – გარეტ უორდი
Meet the new British Ambassador to Georgia @GarethWardUK pic.twitter.com/775rOk155I
— UK in Georgia (@UKinGeorgia) August 16, 2024
თაგები:
გარეტ უორდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს