
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდი პოლიტიკური პროცესების დაწყების თაობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდნენ.
"გარკვეული პარტიები შესაძლოა, გაერთიანდნენ. ვნახოთ როგორ იქნება. შეიძლება მსგავსი რაღაც მოხდეს, შეიძლება, მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი. ინფორმაცია მაქვს, რომ გარკვეულ რაოდენობას უნდა შესვლა და ამაზე მსჯელობენ", – აცხადებს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
"ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი. მისმა გადაწყვეტილებამ თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროტესტის გაღვივებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავისუფალი იქნება. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილს მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოუვიდა ვაჭრობა ნიკა მელიასთან კი არა, ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.
არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან, ევროკავშირის გირაოთი 13 მაისამდე უნდა გამოვიდეს. ბრიუსელიდან გადმორიცხული თანხა, ჯერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა აისახოს, შემდეგ კი პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უნდა მიმართოს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს