“გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად”


ავტორი
Front News საქართველო
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ. მათი განცხადებით, ტელეფონი შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს.
ადვოკატების თქმით, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ექთნის მდგომარეობაზე.
"მეგის გარდაცვალებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ოჯახზე გადაიარა მოქალაქეების შიშმა, რა შეიძლება, მოხდეს ვაქცინაციის შემდეგ. ყველაზე ცუდი მოხდა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა. სწორედ ეს აინტერესებს ოჯახს, გაიგოს სიმართლე. ჩვენ გაწვდით ყველა ფაქტს, ინფორმაციას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა. ხუთი დღეა, არ მიგვიღია მათგან ინფორმაცია. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს. პირველ რიგში, გვეცოდინება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაქცინაციის ზუსტი დროის იდენტიფიცირება. ვაქცინაციის დრო არის 12:30 საათი, როცა რეალურად 13 წუთზე მოხდა. გამოდის, რომ 32 წუთში გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. ეს ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტს და ფორმა 100-ს. „ასტრაზენეკას“ სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, ეს არის სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან.
მინდა, ასევე ვისაუბრო ახლა მტკიცებულებაზე. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც დღემდე არ ამოუღია გამოძიებას. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. გარდაცვალების შემდეგ არის კომუნიკაცია. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ამ მოწმეებს ვერ გამოვკითხავთ. გამოძიებამ უნდა შექმნას სრული სურათი“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს