
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათ მხარდამჭერებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. თვის ბოლოს კი პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
"მე მესმის, რომ საზოგადოება სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება ჩვენი პარტიისგან, მაგრამ ჩვენი პარტია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, მრავალრიცხოვანი ამომრჩევლით, აქტივით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათი აზრი გავიგოთ და ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც აინტერესებთ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და გამარჯვების სტრატეგიაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ასეთი გასვლები გვექნება არა მხოლოდ კახეთში, არამედ გვექნება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, დასავლეთში, იმერეთში, სამეგრელოში და ა.შ. დავიწყეთ კახეთიდან, მნიშვნელოვანია, რომ ნიკამ მოსმინოს ამ ადამიანების მოსაზრება.
გადაწყვეტილება, ჩემი ღრმა რწმენით და იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს პარტიაში, თვის ბოლოს უნდა იყოს ცნობილი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან მიმართებაში", – აცხადებს დეკანოიძე.
"ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთებში შეხვედრას თელავში მართავს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს