“გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით”


ავტორი
Front News საქართველო
"თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“, – საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესი დაფუძნებულია სისტემურ და მრავალწლიან აღმშენებლობის ხედვებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გაამახვილა – თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში პირველად შემუშავდა და ორიენტირებულია ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ მიმართულებებსა და ამოცანებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს