
ავტორი
Front News საქართველო
"რაც არ გვკლავს გვაძლიერებს" – ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პარტიის წევრი ლაშა დამენია პარტიაში არსებულ ცვლილებებს.
"დღეს მოწვეულები არიან დელეგატები, იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. ყველა პარტიის წევრის წასვლა რა თქმა უნდა, გარკვეულწილად აზარალებს პარტიას, მით უმეტეს ლიდერების, მაგრამ ერთი გამონათქვამი არსებობს, რომელსაც ვეთანხმებით. ეს არის: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ეს ახალ დასაბამს მისცემს პარტიას, სულ სხვა გზით ვივლით ალბათ. გავითვალისწინებთ იმ შეცდომებს, რომლებიც ამ წლების მანძილზე გვქონდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი მომდევნო არჩევნები სულ სხვა შედეგებით იქნება განპირობებული.
ეს მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, რომ ისინი პოლიტიკიდან არ მიდიან", – განაცხადა დამენიამ.
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ "ევროპული საქართველოს" პარტიულ თანამდებობებთან ერთად, პარტიაც დატოვეს. პარტიაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს