გავრცელებული ინფორმაციით, მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდება
ავტორი
Front News საქართველო
"ფორმულას" ინფორმაციით, ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოს გადაიხდის, გიორგი რურუა კი ელექტრონული სამაჯურით ოდნავ მოგვიანებით, ნოემბერში გათავისუფლდება.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა.
დანიელსონის მედიაციით, მოლაპარაკებები "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ოთხი საათია, მიმდინარეობს.
თაგები:





