
ავტორი
Front News საქართველო
"ფორმულას" ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი 50-მდე ადამიანი საქართველოს ჩარტერული რეისით, დილის 06:00 საათზე დატოვებს.
თავად პოზნერმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ თბილისიდან გამგზავრებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გაემგზავროს.
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა, ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს