
ავტორი
Front News საქართველო
ამათი ღალატი და საჯარო განცხადებები არის ის, რასაც პუტინის ორბიტაზე მივყავართ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს ამცირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მსხვერპლი, რომელიც ქართველმა გმირებმა უკრაინაში გაიღეს, არის საქართველოს მომავლისთვის გაღებული სისხლი.
“ფაქტია, რომ “ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, ვინც ეს ვერ გააცნობიერა ან თავის მოტყუების რეჟიმშია და არ უნდა კომფორტიდან გამოსვლა, ან არ ვიცი, როგორ ვერ უნდა მიხვდე ამას, რომ ეს პოზიცია, რაც “ქართულ ოცნებას” დღეს აქვს, არის ის, რაზე მეტსაც ვერ შესთავაზებდა რუსეთს.
ჩვენ გვაქვს დღეს ვალდებულება კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ რეალობის წინაშე, რომ ამათ არ დააზარალონ საქართველოს ინტერესები.
დღეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო, ის გმირები, რომლებიც დაიღუპნენ, ის არის სოხუმისკენ მიმავალი გზა, ამათი ღალატი და საჯარო განცხადებები არის ის, რასაც პუტინის ორბიტაზე მივყავართ და ტერიტორიული მთლიანობის შანსს ამცირებს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, მშვიდობის ფასი არ შეიძლება იყოს მონობა და ღირსებაზე უარის თქმა.
“მშვიდობის ფასი არ შეიძლება იყოს მონობა, ღირსებაზე უარის თქმა, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც იდეოლოგიური ომი გამოუცხადა შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ქართულ ეროვნულ იდეას, რომ ქართველობა დამოუკიდებლობა და თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე სიცოცხლე. ჩვენ დღეს მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც პროპაგანდის დონეზე მუშაობს, რომ “რა თავისუფლება და რა ღირსება“, მთავარია, შევინარჩუნოთ თავი და ვიარსებოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს