Logo

გედევან ფოფხაძე - არ შეიძლება დღეს ჩვენ გავჩერდეთ, 24-საათიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე არის უალტერნატივო

პოლიტიკა
85
Frontnews image description

არ შეიძლება დღეს ჩვენ გავჩერდეთ, 24-საათიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე არის უალტერნატივო, ყველა უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მიექანება რუსული დიქტატურისკენ.

"ვხედავთ, რომ ქვეყანა მიექანება რუსული დიქტატურისკენ, ამას ვხედავთ ყოველდღიურად - არაბების კონტრაქტი რომ ავიღოთ, ახლა ემიგრანტების უფლებების კონსტიტუციურ დონეზე დარღვევა.

ის, რომ საქართველოდან სხვა ქვეყანაშია ადამიანი წასული, მაგრამ სამართლებრივი კავშირი არ შეუწყვეტია ქვეყანასთან და არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მას აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეს რეჟიმს არ აინტერესებს, ის პირდაპირ გვეუბნება - მე ხალხი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი აღარ მჭირდება.

არ შეიძლება დღეს ჩვენ გავჩერდეთ, 24-საათიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე არის უალტერნატივო, ყველა უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ 22-ე დღეა, პოლიტიკოსები და აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement