
ავტორი
Front News საქართველო
იქნება ახალი პოლიტიკური რეალობა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, რაც მოიცავს არჩევნების გაყალბებას და ახლა ჩადიან მეორე დანაშაულს, რასაც ძალაუფლების უზურპაცია ეწოდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იქმნება არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ასე, სანამ არ მოხდება დემონტაჟი და პასუხისმგებლობა იმ დანაშაულისთვის, რასაც ისინი ჩადიან.
“იქნება ახალი პოლიტიკური რეალობა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, რაც მოიცავს არჩევნების გაყალბებას და ახლა ჩადიან მეორე დანაშაულს, რასაც ძალაუფლების უზურპაცია ეწოდება, ამიტომ ამ პროცესთან დაკავშირებით რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერი ეს არის თანამდევი იმ სისხლის სამართლის დანაშაულის, რასაც უკვე განგრძობითი ხასიათი აქვს. იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა, იქმნება საქართველო, რომელიც არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს და იქმნება არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ასე, სანამ არ მოხდება მისი დემონტაჟი და მისი პასუხისმგებლობა იმ
დანაშაულისთვის, რასაც ისინი ჩადიან. კობახიძის ნებისმიერი განცხადება დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ დანაშაულს სამართლებრივი ფორმა შესძინოს და მე მგონია, რომ ამას აღარ აქვს არანაირი არსებითი მნიშვნელობა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დღეს, 12:00 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება, რადგან მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს