Logo

გედევან ფოფხაძე - დე ფაქტო რეჟიმი ქვეყანაში ამყარებს რუსულ დიქტატურას, ამაზე პასუხია გასაცემი

პოლიტიკა
28
Frontnews image description

დე ფაქტო რეჟიმი, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ამყარებს რუსულ დიქტატურას, ამაზე პასუხია გასაცემი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ.

"დე ფაქტო რეჟიმი, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ამყარებს რუსულ დიქტატურას, ეს უკვე არის ძალიან ცხადი და ამაზე პასუხია გასაცემი.

ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ, არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, არ არის საარჩევნო გარემო - ეს ყველაფერი კი 24-საათიან რეჟიმში უნდა ვაპროტესტოთ, წინ გველის 28 ნოემბერი, როცა უკვე ერთი წელი სრულდება, რაც ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დემონსტრაციულად და საჯაროდ დაარღვია, უარი თქვა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ 28-ში", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტთან 25-ე დღეა, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement