Logo

გედევან ფოფხაძე - ერთიანი პროტესტი და ჩვენი მეგობრების სურვილი, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვან ბოლომდე, შედეგს მოიტანს

პოლიტიკა
140
Frontnews image description

მე-18 დღეა, ეს საპროტესტო აქცია გრძელდება. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ იმიტომ,  რომ ვხედავთ, ქვეყანაში რა რეპრესიული სისტემაც ამუშავდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი მოთხოვნები უცვლელია.

"მე-18 დღეა, ეს საპროტესტო აქცია გრძელდება. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ვხედავთ, ქვეყანაში რა რეპრესიული სისტემაც ამუშავდა. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები არის გამოსავალი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ, მგონია, რომ რუსთაველის გამზირის ერთიანი პროტესტი და ჩვენი მეგობრების სურვილი, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვან ბოლომდე და საქართველო არ გახდეს რუსეთის დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლი, საბოლოო ჯამში, შედეგს მოიტანს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ მე-18 დღეა, მოქალაქეები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement