
ავტორი
Front News საქართველო
როცა ჩვენ გვყავს 53 პატიმარი, ეს ადამიანები ტყუილად რამდენი ხანიც ისხდებიან, იმდენი დღის რაოდენობა უნდა შეიკრიბოს და ივანიშვილმა მინიმუმ, იმდენი დღე მაინც უნდა გაატაროს ციხეში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის თავზე ფრიალებს რუსული დროშა.
“როცა ჩვენ გვყავს 53 პატიმარი, ეს ადამიანები ტყუილად რამდენი ხანიც ისხდებიან, იმდენი დღის რაოდენობა უნდა შეიკრიბოს და ივანიშვილმა მინიმუმ, იმდენი დღე მაინც უნდა გაატაროს ციხეში.
რეალობა არის ის, რომ საქართველოს მთავრობის თავზე ფრიალებს რუსული დროშა. ყველაფერი, რაც დღეს ხდება, დაწყებული სანქციებიდან, დამთავრებული ქუჩის პროტესტით, ეს არის პროდუქტი დე ფაქტო ხელისუფლების. მათ გადაწყვიტეს, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, მათ გადაწყვიტეს, გაეთელათ კონსტიტუცია და მათ გადაწყვიტეს ახლა ის, რომ ფორმატიც კი არ დატოვონ ევროპასთან თანამშრომლობის.
ვაღიაროთ, რომ ერთსულოვანი და ერთ მუშტად შეკრული ევროპა ერთიანდება საქართველოს მხარდასაჭერად. ის ქართველ ხალხთან ერად უპირისპირდება დე ფაქტო, უზურპატორ ხელისუფლებას. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ნიშანი, რომელმაც უნდა გაგვაძლიეროს, გაგვაერთიანოს ჩვენი სამშობლოსათვის.
ფართო პაკეტიც იქნებოდა სანქციების, რომ არა ევროპის სურვილი, რომ გამიჯნოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთმანეთისგან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს