Logo

გედევან ფოფხაძე - ეს პროტესტი იყო საჭირო, მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ

პოლიტიკა
280
Frontnews image description

ეს პროტესტი იყო საჭირო, მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ამით ვაძლიერებთ რუსთაველის გამზირის პროტესტს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ციხეში ჰყავთ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები ხელისუფლების მიმართ. 

"ციხეში ჰყავთ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები არსებული დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ.

ხალხთან ესენი თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ იშოვონ მილიონები, გამოტენონ ამ მილიონებით სახლები, ქმნიან ისეთ ფინანსურ ელიტას, რომელიც  მოწყვეტილია ხალხისგან და ემსახურება ერთ ადამიანს, ამიტომ, ეს პროტესტი იყო საჭირო, მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ამით ვაძლიერებთ რუსთაველის გამზირის პროტესტს",  - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ 21-ე დღეა, პოლიტიკოსები და აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement