Logo

გედევან ფოფხაძე – ესენი უნდა წავიდნენ და თუ სხვას არ აქვს რესურსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მაშინ მოვა ისევ სააკაშვილი

პოლიტიკა
07.09.2021 / 22:01
Frontnews image description

მორალური უპირატესობა ამ ხელისუფლებას სააკაშვილთან შედარებით აღარ აქვს.  ვინ უნდა დაიჭირონ ამათ?! ეს ხელისუფლება თვითონ არის კრიმინალური ხელისუფლება, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. 

 

მისივე თქმით, თუ ვინმე  უწყობს ხელს  სააკაშვილის მოსვლას, ეს არის “ქართული ოცნება” და მისი ლიდერები. 

 

“ოცნებისათვის” ახლა ეს გახდა ერთადერთი მხსნელი, რომ სააკაშვილზე უკეთესია, ამაზე ხდება აპელირება, მაგრამ მორალური უპირატესობა ამ ხელისუფლებას სააკაშვილთან შედარებით აღარ აქვს. ვინ უნდა დაიჭირონ ამათ?! ეს ხელისუფლება თვითონ არის კრიმინალური ხელისუფლება, ხელისუფლებაც აღარაა, ეს არის ნაძირალების და არაკაცების ხროვა, ყოველგვარ ზნეობაზე აცრილი ხალხია, პანდემიაზე იყოს აცრილი, სჯობს. როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, ის უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში პოზიტიური არაფერი აღარ მოხდება. ამოვიჟუჟებით, დავიღუპებით, შიმშილით, ავადმყოფობით, ერის გენოციდი მოხდება, სრული დეპრესია იქნება, ამიტომ ესენი უნდა წავიდნენ. თუ ესენი ისე დაბლოკავენ სიტუაციას, – მიშა არ უნდა მოვიდეს და ჩვენ უნდა ვიყოთო, მაშინ მართლა მიშა მოვა, 100 პროცენტით მიშა მოვა. თუ დღეს ვინმე უწყობს სააკაშვილის მოსვლა ხელს, ეს არის კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, ეს ნეოკომკავშირლები, ამათ გაუწმინდეს სააკაშვილს გზა. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სააკაშვილი ამათ ფონზე  აღარ გამოიყურებოდეს  მორალურად ცუდად. 

 

სააკაშვილი არაფერ შუაშია, ესენი უნდა წავიდნენ და თუ სხვას არ აქვს რესურსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მაშინ მოვა ისევ სააკაშვილი”, – განაცხადა ფოფხაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები