გედევან ფოფხაძე - ივანიშვილს ეშინია, რომ იანუკოვიჩისა და შევარდნაძის "კარმა" მისიცაა, მათი ბედის ეშინია


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილს ეშინია, რომ იანუკოვიჩისა და შევარდნაძის "კარმა" მისიცაა, მათი ბედის ეშინია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში რუსული მეთოდებით მართავენ ქვეყანას.
"არ შეიძლება, გქონდეს დემოკრატიული მეთოდები, ჰუმანური მთავრობა, თუნდაც ქართულ-ეროვნულ იდეაზე ორიენტირებული, თუ იმ სივრცის ნაწილი ხარ, რაც რუსეთია. შენ აღარ გაქვს იმისი ფუფუნება, რომ აქ, საქართველოში გამოიყენო შენებური მეთოდები და ამავდროულად, გარანტირებული ძალაუფლება მიიღო რუსეთისგან.
იანუკოვიჩი დაღუპა რუსებთან ურთიერთობამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ელექტორალური რესურსი. ამ ბოლო პერიოდში ისეთი რაღაცები ვნახეთ, რაც ქართული მენტალობის ნაწილი არ არის, მთელი თვე რომ ქალაქს არბევდნენ, ეს არ იყო ჩვენთვის დამახასიათებელი. ეს არის რუსული სტანდარტი, როცა მიდგომა არის ასეთი - ბოლომდე გაანადგურე, ბოლომდე გადაუარე.
ივანიშვილს ეშინია, რომ იანუკოვიჩისა და შევარდნაძის "კარმა" მისიცაა, მათი ბედის ეშინია.
ივანიშვილისთვის არის ახალი რეალობა მას შემდეგ, რაც რუსებს და რუსეთის სპეცსამსახურებს ჩააბარა თავისი ბედი და მომავალი. ამ ახალ რეალობაში კი მას ახალი სიტყვათა მარაგით და ახალი სტანდარტით უწევს მოქმედება. კი, ამ რეალობაში, ისიც და რუსეთიც ერთ-ერთ მაშველ რგოლად რაღაც დონეზე ტრამპის ფაქტორს განიხილავდნენ, რომ შესაძლოა, აშშ-მა რაღაც დონეზე გადატვირთოს ურთიერთობები, მაგრამ მათ ავიწყდებათ ის, რომ რა ურთიერთობებიც არ უნდა ჰქონდეს ამერიკას განსხვავებული იმ ქვეყნებთან, რომლებსაც კულტურული კონტრასტი აქვთ ამერიკასთან, ამერიკა მაინც იცავს თავის ღირებულებებს ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თაგები:
გედევან ფოფხაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს