Logo

გედევან ფოფხაძე - მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი ადეკვატურია იმ ქმედებებისა, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ"

პოლიტიკა
229
Frontnews image description

ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ნორმალურია, არაფერს ვუჩივით. მე მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი ადეკვატურია იმ ქმედებებისა, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტთან მერვე დღეა, შიმშილობს.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფის დანიშვნაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირება არ არის.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ნორმალურია, არაფერს არ ვუჩივით. მხოლოდ სითხეს ვიღებთ. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოყოფას, პასუხი არის ის, რომ აქ არანაირი სამედიცინო ბრიგადა არ არის და დარწმუნებული ვარ, არც გამოჩნდება იმიტომ, რომ ეს რეჟიმი ჩვენს მოთხოვნებს არ თვლის ლეგიტიმურად. მაგრამ თუ ის თავის თავს აღიარებს, როგორც ხელისუფლებას, ის ვალდებულია, რომ ასე მოიქცეს, რომ ჩემი შეხედულება არ უნდა იყოს იმის წინაპირობა, აქ სამედიცინო დახმარება იქნებოდა თუ არა. ეს არის ზოგადი სტანდარტი ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე.

მე მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი ადეკვატურია იმ ქმედებებისა, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 8 ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement