
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტს აქვს სრულიად ადეკვატური დამოკიდებულება პროცესისადმი, რადგან პოლიტიკური წესრიგი ამ ქვეყანაში მოიშალა, პრეზიდენტი იყო ერთადერთი, ვინც ცდილობდა, რომ სამართლებრივი სივრციდან არ გასულიყო ეს ქვეყანა და ის აგრძელებს ამ პოზიციას, ადასტურებს თავის ერთგულებას ხალხისადმი, ქვეყნისადმი, არ იღებს არც გაყალბებულ არჩევნებს და არც უზურპატულ პარლამენტს, შესაბამისად, მის აქცენტებს ვეთანხმები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა არა დემოკრატია, არამედ სახელმწიფო, მან სახელმწიფო აქცია თავის პირად კანტორად და ეს ძალიან იოლად იგრძნობა.
“პრეზიდენტს აქვს სრულიად ადეკვატური დამოკიდებულება პროცესისადმი, რადგან პოლიტიკური წესრიგი ამ ქვეყანაში მოიშალა, პრეზიდენტი იყო ერთადერთი, ვინც ცდილობდა, რომ სამართლებრივი სივრციდან არ გასულიყო ეს ქვეყანა და ის აგრძელებს ამ პოზიციას, ადასტურებს თავის ერთგულებას ხალხისადმი, ქვეყნისადმი, არ იღებს არც გაყალბებულ არჩევნებს და არც უზურპატულ პარლამენტს, შესაბამისად, მის აქცენტებს ვეთანხმები. მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდეს და არ ვიქცეთ აღმოსავლურ დესპოტიად, რისკენაც მიგვექაჩება ივანიშვილი და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა არა დემოკრატია, არამედ სახელმწიფო, მან სახელმწიფო აქცია თავის პირად კანტორად და ეს ძალიან იოლად იგრძნობა. სხდომაზე ისეთი სიმბოლოები წარმოჩნდა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ფარაონი, შაჰი, მაგრამ არა პოლიტიკოსი, არამედ მოქალაქე, რომელიც თანასწორია ყველა ადამიანის. ჩვენ ესენი მიგვექანებიან იმ სამყაროში, რომელსაც ქმნის ივანიშვილი და ასეთ სამყაროს არანაირი ადგილი ევროპასთან და სამართლებრივ სივრცესთან არ აქვს, ეს არის კერძო პირის მიმართ, სრული მორჩილების სისტემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოში გამართული მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული, არამედ თავისუფლად და სამართლიანად.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს