გედევან ფოფხაძე - რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები.
"რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა. მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები.
MEGOBARI act და სანქციები იქნება ის მხარდაჭერა ჩვენთვის, რაც საბოლოო ჯამში, გადატეხავს ამ ბოროტებას და დაასრულებს, მაგრამ სანამ ეს საერთაშორისო მხარდაჭერა გაფორმდება, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი რესურსის კონსოლიდაცია აქ, რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 8 ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


