გედევან ფოფხაძე - სახალხო აჯანყების გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ცუდი სცენარით მიდიან. მე მიმაჩნია, რომ სახალხო აჯანყების გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სჯობს, ხელისუფლებამ ახლა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და სამართლიანი არჩევნები დანიშნოს.
"ეს არის მათთვისაც და ქვეყნისთვისაც გამოსავალი. სხვა შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ მათი პოლიტიკური მომავალი ძალიან ადვილად საწინასწარმეტყველებელია და ძალიან ცუდი სცენარით მიდიან. მე მიმაჩნია, რომ სახალხო აჯანყების გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება. იმდენი უსამართლობაა მათი მხრიდან, რომ სიტუაცია შესაძლოა ცუდად წარიმართოს. არცერთი რევოლუცია არ ხდება მიზეზის გარეშე. თუ ამას არ ერთვის წინ ბოროტი ხელისუფლების მდგომარეობა. მსოფლიოში რევოლუციის მიზეზი ყოველთვის არის ბოროტი უსამართლო ხელისუფლება. თუ ეს ხალხი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს, მათ უპირობოდ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ. ასევე, უნდა დანიშნონ ახალი სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ისინი არ ჩაატარებენ“, - განაცხადა ფოფხაძემ.
თაგები:
გედევან ფოფხაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს