Logo

გეკა გელაძე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ განთავსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა

სამართალი
322
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა.

გეკა გელაძე  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე  ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცველების საჭიროებებს. გეკა გელაძემ გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები