Logo

გეკა გელაძე კატარის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
159
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები