Logo

გეკა გელაძე მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა 

სამართალი
177
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან, მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.

"ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. დასასრულს, მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გეკა გელაძემ, ასევე, დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი. მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით. ახალი შენობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Advertisement