გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრას გამართავს. მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
დელეგაციაში ასევე იმყოფებიან - მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.
თაგები:
გეკა გელაძე




