Logo

გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება

პოლიტიკა
233
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

"ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პირველი პირები, ასევე გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement