გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.
"ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს დელეგაცია, ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა